fbpx
10 ოქროს წესი რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს დალაგების შესახებ!
აგვისტო 13, 2018

დაალაგე მარტივად, ხრიკები მათთვის ვინც თავისით ალაგებს

სახლის დალაგება, არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულითაც ძლიერი ადამიანებისთის არის.

ძალიან ხშრად იმისთის რომ სახლი მწყობრში მოვიყვანოთ, გვჭირდება მთელი დღის დახარჯვა და არც თუ ისე ცოტა ძალისხმევა.

თუ თქვენ თავად გადაწყვიტეთ თქვენი ბინის დალაგება, დრიმ სერვისი მოგცემთ რამოდენიმე რჩევას, რათა გაგიმარტივოთ ეს რთული პროცესი:

ფანჯრის ჩარჩოები

30118015-46829355-5-0-1476971641-0-1481783922-0-1481785483-1481785504-650-10-1488295420-650-62fe41eb82-1492084764

როგორც წესი, ფანჯრების წმენდაზე ჩვენ განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა გვესაჭიროება, მაგრამ აი ხერხი რაც ამ პრობლემას მარტივად მოგვიგვარებს.

რთულად მისადგომ ადგილებში (განსაკუთრებით ჩარჩოების კუთხეებში) ჩაყარეთ სუფრის სოდა, შემდგომ დაამატეთ ცოტა ძმარი. ნაზავი დაიწყებს აქაფებას. დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 10-15 წუთით, ეს ის დროა რაც სოდას და ძმარს სჭირდება მიმხმარი ჭუჭყის და ჟანგის ამოსაყვანად, რის შემდეგ საკმარისი იქნება მხოლოდ აღნიშნული ადგილი ქაღალდის პირსახოცით გადავწმინდოთ.

 

იდეალურად სუფთა აბაზანა

30117965-32183005-4-0-1476971453-1476971462-650-9-1488295420-650-1c9b4bd9bc-1492084764

ეს არის ხერხი, თუ როგორ დავასუფთავოთ აბაზანა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე: გაათბეთ ცოტაოდენი ძმარი მიკროტალღურ ღუმელში (ის უნდა იყოს თბილის მაგრამ არ წვავდეს). გააზავეთ თბილი ძმარი სარეცხ საშუალებასთან შესასხურებელ ბოთლში 1:1 ზე პროპორციით, ფრთხილად მოურიეთ (არ არყიოთ ბოთლი). შეასხურეთ ნაზავი აბაზანაში გასაწმენდ ადგილებზე და  დატოვეთ 30 წუთით. შემდგომ საკმარისი იქნება გადაუსვათ ღრუბელი. შედეგი ძვირად ღირებულ ქიმიას არ ჩამოუვარდება.

 

საბავშვო სათამაშოების რეცხვა

30117915-32190205-6-0-1476972735-1476972743-650-4-1488295420-650-04af319a9b-1492084764

ნებისმიერი მშობლისთვის ნაცნობი სურათია როცა მთელ ბინაში მიმოფანტულია სათამაშოები რომლებიც იკრავენ ჭუჭყს ბინის ყველა კუთხიდან, რის გამოც აუცილებელია პერიოდულად მათი რეცხვა. რომ არ ვხარჯოთ მათ სათითაოდ რეცხვაზე უამრავი დრო, შესაძებელია სარეცხი მანქანის გამოყენება. უბრალოდ ჩაყარეთ სათამაშოები წვეილ ბადე/ტომარაში და ჩართეთ ხანგრძლივ რეცხვის რეჟიმზე.

 

მოუშორებელის მოშორება

30117865-32939905-154154-0-1477321957-1477321966-650-8-1488295420-650-2036d0ae81-1492084764

ჩენს ოჯახებში ძალიან ხშირად გვხდებიან პატარა მხატვრები, რომლებიც თავიანთ შედევრებს როგორც წესი ტოვებენ ყველგან ქაღალდის გარდა. მარკერებით მოხატული გვაქვს პარკეტი, კედლები, კარები და ა.შ ამის გაწმენდას სუსტი ნერვების ადამიანებს არ ვურჩევთ, მაგრამ არსებობს რამოდენიმე ხერხი თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა:

  1. იმისთის რომ ამოვიყვანოთ პერმანენტული მარკერი იატაკიდან ან მაგიდიდან, აიღეთ კბილის პასტა, დაატანეთ იგი სველ ნაჭრზე (სასურველია მიკროფიბრის გამოყენება) და გაწმინდეთ ნახატი.
  2. ასევე მარკერის ლაქა შესაძლებელია ამოვიყვანოთ აეროზოლის საშუალებით (თმის ლაკი, დეზოდორანტი). შეასხურეთ იგი „ხელოვნების ნიმუშს“ ხოლო შემდგომ ჩამორეცხეთ წყლით.
  3. ამ ხერხით კი შესაძლებელია ნახატების კედლებიდან ამოყვანა – სუფრის სოდა დაატანეთ ღრუბელზე და გახეხეთ ნახატი, ხოლო შემდგომ გაწმინდეთ წყლით.

 

ფრჩხილის ლაკის მოშორება

30117815-32937955-154098-0-1477320994-1477321001-650-9-1488295420-650-7d028f7a2b-1492084764

 

თუ თქვენ შემთხვევით გატეხეთ მანიკურის ლაკის ბოთლი ან უბრალოდ დაღვარეთ, საყვარელი ფერის დაკარგვასთან ერთად აუცილებლად სადმე გაჩნდება ლაქა რომლის მოშორება ფაქტიურად შეუძებელია, მაგრამ არსებობს ერთი-ორი ხერხი:

  1. სანამ ლაკი არ გამშრალა, მისი მოშორება შესაძლებელია. ამისთის ახლად დასხმულ ლაქაზე წაუსვთ მანიკურის მოსაცილებელი სითხე, დატოვეთ ერთი წუთით, შემდგომ გავწმინდოთ ქაღალდის პირსახოცით, ნარჩენები კი ამოვიყვანოთ საშლელით, მაგრამ თუ გარობა მაინც ოსაწერო, ამ შემთხვევაში შეასხით თმის ფიქსატორი, შემდგომ გარეცხეთ თბილი წყლით და საპნით.
  2. როგორ მოვიქცეთ თუ ლაკით ხალიჩა დავსვარეთ? ამ ხალიჩის სახლიდან გატანა ნაადრევია, სანამ ლაქას არ მივასხამთ ლაქის ამომყვან საშუალებას და შემდგომ სველი ტილოთი არ მოვწმინდავთ.

 

სუფთა მიკროტალღური ღუმელი

30117765-32167955-1-0-1476969048-1476969059-650-11-1488295420-650-831b758922-1492084764

 

ამ ხერხით მიკროტალღურის გასაწმენდად დაგჭირდებათ სულ რაღაც 5 წუთი.

დაჭერით ლიმონი, ჩადეთ ჭიქაში და დაამატეთ დარიჩინი. ეს ჭიქა ჩადგით მიკროტალღურ ღუმელში და ჩართეთ 5-10 წუთით მინიმალურ სიმძლავრეზე.

ლიმონი გაწმინდავს და გაადეზიმფიცირებს დანადგარს, საკმარისი იქნება შემდგომ მხოლოდ სველი ჩვრის გადასმა; ხოლო დარიჩინი მოგვაშორებს არასასიამოვნო სუნს.

 

მბზვინვარე სამზარულო

30117715-32168455-3-0-1476969338-1476969345-650-9-1488295420-650-bcb6d06839-1492084764

სამზარეულოს სახეხათ რამოდენიმე საათი რომ არ დავხარჯოთ, გამოიყენეთ შემდეგი მარტივი ხერხი: აურიეთ სუფრის სოდა და მცენარეული ზეთი ერთმანეთში მანამ არ მივიღებთ სქელი პასტის კონსისტენციას. გამოსული სუბსტანცია დავატანოთ გამაგრებულ ცხიმიან ლაქებს და დავტოვოთ 5-10 წუთით. შემდგომ მხოლოდ გადავუსვათ საპნიანი ტილო.

დავივიწყოთ მტვერი

30117665-32184105-5-0-1476971641-1476971651-650-7-1488295420-650-4918bed4c9-1492084764

 

არის ერთი ხერხი რომელიც მოგვცემს საშუალებას რამდენიმე საათში ერთხელ არ მოგვიწიოს მტვრის გადაწმენდა. ქაღალდის პირსახოცს დაასხით რამოდენიმე წვეთი ზეთი და გაწმინდეთ მტვრიანი თარო, შემდგომ ხელახლა გააპრიალეთ უკვე უზეთო ქაღალდით. დარჩება წვრილი შრე რომელიც მოქმენდებს როგორც მაპრიალებელი და ირეკლავს მტვრის ნაწილაკებს.

 

 

სარეცხი მანქანის ხრიკები

18310815-HowtoCleanAWashingMachineaddvinegarbyJustineHandforRemodelista_1-733x488-1477316772-650-11a80f627f-1477383306

 

1.იმისთვის რომ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ნადებისგან, არ არის აუცილებელი ძირად ღირებული საშუალებების შეძენა. ამ პრობლემის მოგვარებაშ დაგეხმარებათ უბრალო სუფრის (ღვინის) ძმარი. ჩაასხით იგი ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში და ჩართეთ ხანგრძლივ რეცხვის რეჟიმზე. ციკლის დასრულების შემდეგ თქვენოი მანქანა იბზინებს.

 

2.ერთი ხერხი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის, მდგომარეობს იმაში რომ, სარეცხი საშუალების ეფექტი, შესაძებელია გაძლიერდეს ასევე ძმრის დახმარებით. თუ თქვენ დაამატებთ მას ფხვნილში (დაახლოვებით 1:3 პროპორციით), ეს გააძიერებს ეფექტს. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ფერადი სარეცხის რეცხვისას.

3.ზოგიერთი ნაჭერი, განსაკუთრებით ადვილად იკრობს ცხოველთა (ძაღლი/კატა) ბეწვს. გარეცხეთ ასეთი ტანსაცმელითეთრ ძმარში და თქვენს შარვალს ბეწვი აღარ მიეკრობა.

3 Comments

  1. ლიკა ამბობს:

    მაგარი კომპანია მაგარი ხალხით! ✌✌✌

  2. ლიკა ამბობს:

    მაგარი კომპანია მაგარი ხალხით! ✌✌✌✌✌

  3. admin ამბობს:

    დიდი მადლობა ლიკა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

 
Facebook