გაყიდვების სპეციალისტი
გაყიდვების მიზნებისა და ამოცანების დასახვა, გაყიდვების გეგმების განვითარება, არსებული და ახალი პროდუქტების მოსალოდნელი გაყიდვების მოცულობისა და მოგების პროექცია;
კომპანიის პროდუქტის/ მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
კლიენტებისთვის პროდუქტებზე/ მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის კონსულტირება/ მომსახურება;
არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;
კომპანიის პარტნიორებთან ურთიერთობა/ მოლაპარაკების წარმოება;
უშუალო უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლების მქონე პირი ან სტუდენტი (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;
სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პრიორიტეტულია შემდეგი საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ფლობა; MS Office- word, excel, PowerPoint.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი
კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია დრიმ სერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია დრიმ სერვისის დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@dreamservice.ge ან შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია.
სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.