fbpx

cleaning-living-room-living-room-spring-cleaning-tips-banggood-official-gadget-remodelling

 

რა მიზანს მისდევთ როდესაც იწყებთ სახლის გენერალურ დასუფთავებას?

დიახ, გავაკეთოთ ყველაფერი მინიმალური ძალისხმევით, არ დავაზიანოთ არც ერთი ნივთი.

მიჰყევით 10 ოქროს წესს და თქვენ ამას მიაღწევთ.

 

წესი პირველი: სჯობს ადრე ვიდრე გვიან!

ტანსაცმელზე, ხალიჩაზე, ავეჯზე და სხვა ზედაპირებზე გაჩენილი ლაქები ბევრად მარტივად სცილდება დაბინძურების პირველ წუთებში. ისინი არ გაგიწევენ სერიოზულ წინააღმდეგობას. სამაგიეროდ ამ პრობლემის მოგვარების, მეორე დღეს და უფრო ხანგრძლივი პერიოდით გადადების შემთხვევაში მოგიწევთ ხსნარების და პროცედურების მძიმე არტილერიის გამოყენება რომელიც საბოლოო ჯამში ასე თუ ისე ნეგატიურად აისახება ნივთის მდგომარეონაზე. მაგალითად გაზქურა უმჯობესია გაიწმინდოს დაუყონებლივ კერძის მომზადების შემდეგ, სანამ ცხიმი ან სხვა რაიმე სუბსტანცია არ მიახმა მის ზედაპირს. ამ პროცედურაზე ერთი წუთის დათმობით გააკეთებთ როგორც საწმენდი საშუალებების და ხსნარების,მაშასადამე ფულის, ასევე საკუთარი ენერგიის ეკონომიას.

გამონაკლისი შემთხვევაა მიწის (ტალახის) მოშორება ხალიჩიდან უმჯობესია გახმობის შემდეგ, როდესაც შესაძლებელი იქნება მისი გამტვერიანება და შემდგომ მტვერსასრუტით მოშორება.

 

წესი მეორე: დაალაგეთ ზევიდან ქვევით.

ყველამ ვიცით სიმძიმის ძალის შესახებ. დალაგების პროცესში ის არავის არ გაუუქმებია, ამიტომ შედეგი ყოველთვის იქნება უკეთესი თუ ლაგებას დავიწყებთ ზევიდან.

კერძო სახლის დალაგების შესახებ, ყოველთვის დაიწყეთ სხვენის დალაგებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ზედა სართულიდან და ნელნელა ჩაბრძანდით დაბლა, საჭიროების შემთხვევაში სარდაფამდე რაც მოგცემთ საშუალებას ზედმეტად არ გაიაროთ უკვე დალაგებულ ტერიტორიაზე.

ბინის შემთხვევაში თავიდან გაწმინდეთ ჭერი, კუთხეები, ჩამოაშორეთ ობობის ქსელები, სავენტილაციო ბადეები და ჭაღი. გადადით კედლებზე, ფანჯრებზე, ავეჯისზე, კარებზე და ბოლოს იატაკზე და პლინტუსებზე. ამ დროს თავიდან აირიდებთ მტვრის დაყრას უკვე დასუფთავებულ ზედაპირებზე.

გამონაკლისი აქაც არსებობს: შეღებილი კედლების რეცხვა.

თუ მათ მორეცხვას ზევიდანდავიწყებთ, წყლის ნაკადები ჩამოეღვენთება დაბინძურებულ ზედაპირებზე და დატოვებს მათზე ლაქებს რომლებიც შემდგომ უფრო რთულად არის მოსაშორებელი.

ამის გარდა სასურველია დაიწყოთ ლაგება აბაზანიდან უკიდურესად მოშორებულ ოთახიდან და ნელნელა დაამთავროთ აბაზანით, რათა აირიდოთ სველი ნაკვალევის გავრცელება დასუფთავებულ ტერიტორიებზე.

 

წესი მესამე: ჯერ მშრალი, მერე სველი.

ოთახის ლაგება ყოველთვის უნდა დაიწყოთ მტვერსასრუტით, შემდეგ გამოგვით, მტვრის აღებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი საშალებები (იატაკის მორეცხვა,ავეჯის გაპრიალება, სარკეების გაწმენდა). ჰაერში იქნება ნაკლები მტვის ნაწილაკები რომლებიც ადვილად მიეკრობა ნესტიან ზედაპირს და აიზილებიან მასზე.

ერთ ერთი აუცილებელი წესი: ყოელთვის ავეჯის გაპრიალებამდე გაამტვერსასრუტეთ ხალიჩა. მტვერსასრუტი არამარტო იწოვს მტვერს, ასევე სწევს მას ჰაერში რაც ასევე გამოიწვევს მის „დალექვას“ გაპრიალებულ სველ ზედაპირზე.

 

წესი მეოთხე: დაიწყეთ მარტივი ხერხებით.

აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ლაქა შეიძლება ამოვიდეს ჩვეულებრივი საპნით, ნუ გამოიყენებთ ძვირადღირებულ ხსნარებს. თავიდანვე აუცილებლად გაარკვიეთ რა არის და რითია დასვრილი.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა როდესაც ამ წესის უგულვებელყოფის შედეგად მიუღიათ მაცივარზე ნაკაწრები ან გაზქურაზე ამოჭმული ემალი…

 

წესი მახუთე: დრო ყველაფრის მკურნალია. (თითქმის)

რამოდენიმე საათით წყალშ დამბალი სარეცხი, უფრო მარტივად ირეცხება.

გაზქურაზე ან სხვა ზედაპირზე გაჩენილი ცხიმოვანი ლაქის მოსაშორებლად, სჯობს დაატანოთ საწმენდი საშუალება (აუცილებლად უნდა იცოდეთ რას იყენებთ) და მიხედოთ სხვა საქმეს, მაგალითად დარეცხოთ ჭურჭელი. ხსნარი გააკეთებს თავის საქმეს და ერთადერთი რაც დაგრჩებათ, უბრალოდ ერთხელ გაუსვათ ტილო.

 

წესი მეექვსე: იქონიეთ ყველაფერი ხელთან ახლოს.

დალაგების დროს, აირიდეთ თავიდან სახლში ბოდიალი საჭირო ნივთის (საშუალების) ძებნა. ერთ ერთი მარტივი გამოსავალი შეიძლება გახდეს დიდ ჯიბიანი წინსაფარი, ან პატარა სპეც-ეტლი. ეს წესი უფრო აქტუალურია თუ საქმე გვაქვს მრავალოთახიანი სახლის ან ბინის დალაგებასთან.

 

წესი მეშვიდე: თუ ეჭვი გეპარებათ, სცადეთ იქ სადაც არ ჩანს.

ამით ყველაფერი ნათქვამია. გამოსცადეთ ახალი ხერხი ან საშუალება შეუმჩნეველ ადგილზე. თუ რამეს გააფუჭებთ, ზარალი იქნება მინიმალური.

წესი მერვე: ნუ დაალბობთ ადვილად ფუჭებად ნივთებს.

ელექტროტექნიკა, ნახატები, ანტიკვარიატი, სურათები შესაძლოა ადვილად დაზიანდეს. მათი გაწმენდა საჭიროა ოდნავ სველი ტილოთი, მცირედი ოდენობის საწმენდი საშუალებით., არ ღირს ხსნარის მიფრქვევა პირდაპირ გასაწმენდ ნივთზე.

 

წესი მეცხრე: გაეცანით ინსტრუქციებს.

წესი მარტივია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მას არავინ არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა რომ, მას შეუძლია თავიდან უამრავი პრობლემა და ნერვიულობა აგარიდოთ.

 

წესი მეათე:  გაუფრთხილდით საკუთარ თავს.

არც ერთი გაპრიალებული გაზქურა, გახეხილი იატაკი ან გაქათქათებული აბაზანა არ ღირს თქვენს გაფუჭებულ მანიკურად, დახეთქილ ან ღმერთმა დაიფაროს მჟავისგან ამოჭმულ კანად და წელის ტკივილად.

მხოლოდ და მხოლოდ ჭურჭლის რეცხვასაც თუ დააპირებთ, სჯობს გამოიყენთ ხელთათმანები.

ოთახებიდან, საკუჭნაო-სხვენებიდან ძველი ნივთების და ნაგვის დახარისხების დროს, ტრავმების თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით შარვალი და გრძელმკლავიანი პერანგი.

არასროს არ შეაზავოთ ხსნარები, თუ ამას არ მოითხოვს ინსტრუქცია. მაგალითად ამიაკის და ქლორის მათეთრებლის შეზავებისას გამოიყოფა შხამიანი აირი.

დალაგების პროცესში შეისვენეთ და გადაერთეთ სხვა რაიმე სასიამოვნოზე, მაგალითად მოუსმინეტ მუსიკას. არ ღირს დაღლილობის გამო სახის დაკარგვა. ნამუშევრით სიამოვნების მიღებაც ხომ უნდა მოასწროთ.

 

და თუ ხვდებით რომ ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებით ან თქვენი კომფორტი უფრო მეტად გიღირთ,უბრალოდ დაგვიკავშირდით და თქვენს მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ.

www.dreamservice.ge 2053350; 570 505 305; info@dreamservice.ge

 

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და დაგვიმეგობრდით   Facebook –  გვერდზე: https://www.facebook.com/DreamServiceGroup/

აგვისტო 13, 2018

10 ოქროს წესი რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს დალაგების შესახებ!

  რა მიზანს მისდევთ როდესაც იწყებთ სახლის გენერალურ დასუფთავებას? დიახ, გავაკეთოთ ყველაფერი მინიმალური ძალისხმევით, არ დავაზიანოთ არც ერთი ნივთი. მიჰყევით 10 ოქროს წესს და თქვენ ამას […]
ივნისი 19, 2017

დაალაგე მარტივად, ხრიკები მათთვის ვინც თავისით ალაგებს

სახლის დალაგება, არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულითაც ძლიერი ადამიანებისთის არის. ძალიან ხშრად იმისთის რომ სახლი მწყობრში მოვიყვანოთ, გვჭირდება მთელი დღის დახარჯვა და არც თუ ისე ცოტა […]
 
Facebook
×